Error
რუბრიკები
„ტრანსფორმერები 4“-ის შემოსავალმა მილიარდს გადააჭარბა
ფილმის „ტრანსფორმერები 4: განადგურების ეპოქა“ მსოფლიო შემოსავალმა ერთ მილიარდ დოლარს გადააჭარბა.  ამ თანხიდან 239 მილიონი სურათმა სამშობლოში გამოიმუშავა, ხოლო 763 მილიონზე მეტი ჩრდილოეთ ამერიკის ფარგლებს გარეთ. ყველაზე დიდი შემოსავალი სურათს ჰქონდა ჩინეთში -301 მილიონი. გაქირავება წარმატებული იყო რუსეთსა და სამხრეთ კორეაში, სადაც მისმა შემოსავალმა 45 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ფილმს სტარტი ისეთ მნიშვნელოვან ბაზარზე , როგორიც იაპონიაა, ჯერ კიდევ არ აუღია , ამიტომ მისი ფინალური შემოსავალი გაცილებით დიდი იქნება. მოცემულ მომენტში ფრენჩაიზიის ყველაზე შემოსავლიანი ნაწილი – მესამეა, რომელმაც 1,1 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.
Print