Error
რუბრიკები
ფოთის ნაწილს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება
ფოთის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება.დილის 06:00-დან 10:00 საათამდე ფოთში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშოების ჩატარება იგეგმება. აღნიშნულის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოს, გამსახურდიას ქუჩას, გურიის ქუჩაზე მდებარე კომერციულ სტრუქტურებსა და კოლიმბარის დასახლებას. დღესვე, 09:30-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგია გაეთიშება გორგასლის, გაბუნიას, მიქაბერიძისა და თამარ მეფის ქუჩებს. ამავე პერიოდში ელექტროენერგია შეეზღუდება შევჩენკოსა და ილიას ქუჩების ნაწილსაც.
Print