Error
რუბრიკები
რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი, დაშა ჟუკოვა და გვენ სტეფანი სან-ტროპეში ისვენებენ
გასულ კვირას რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი და დაშა ჟუკოვა შვილებთან აარონ ალექსანდრესთან და ლეისთან პორტოფინოში ისვენებდნენ, ახლა კი სან-ტროპეში გადაინაცვლეს. წყვილი საფრანგეთის სანაპიროს სილამაზით მეგობრებთან ერთად ტკბება. მათთან ერთად სან-ტროპეში იმყოფებიან დერეკ ბლასბერგი, მომღერალი გვენ სტეფანი მეუღლესთან გავინ როსდეილთან და სამ შვილთან ერთად. ჰოლივუდური ოჯახი სან-ტროპემდე სარდინიის კუნძულებზე ისვენებდა. გუშინ, ვარსკვლავური საზოგადოება რუსი ბიზნესმენის იახტით მოდურ კლუბ Le Club 55-ში გაემართა. გვენს შავი გრძელი კაბა ეცვა, მუქი სათვალე ეკეთა და ტრადიციულად, წითელი ტუჩსაცხი ესვა. 44 წლის მომღერალს თითქმის არ გაუშვია ხელიდან 6 თვის შვილი აპოლო, უფორსები კინგსტონი და ზუმა მამის ირგვლივ ტრიალებდნენ. შეგახსენებთ, გვენს სტეფანი რუს ოლიგრქს 2009 წლიდან იცნობს. მან რომანისა და დაშას პირველი ბიჭის დაბადების პატივსაცემად კონცერტი გამართა.
Print