Error
რუბრიკები
წელს პირველად „ზუგდიდობა“აღინიშნება
დღეს, 6 აგვისტოს გამართულ საკრებულოს სხდომაზე, ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ რამდენიმე ინიციატივა გააჟღერა. ქვარაია ,,ზუგდიდელობის” დღის დაწესების ინიციატივით გამოვიდა, რომელიც სავარაუდოდ ყოველი წლის ოქტომბერში აღინიშნება. ამ დღესასწაულზე სხვადასხვა კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართება და ასევე მოხდება საპატიო ზუგდიდელის წოდების მინიჭება,ზუგდიდის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე პიროვნებებისთვის. ასევე განიხილება ამ ადამიანების სახელობის ვარსკვლავის გახსნის საკითხიც. ამ საკითხზე ქალაქის და რაიონის თვითმმართველობები ერთობლივად იმუშავებენ.
ასევე საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით თვითმმართველი ქალაქ ზუგდიდის ქუჩებისთვის სახელწოდებების შერჩევის და გადარქმევის საკითხთან დაკავშირებით, სპეციალური კომისია შეიქმნება, რომლის მუშაობაში საკრებულოს წევრებთან ერთად საზოგადოების წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.  დღეს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საკრებულოს წევრები, მერიის თანამშრომლებთან ერთად წინასაარჩევნოდ გაკრულ პლაკატებს ჩამოხსნიან. საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივას საკრებულოს ყველა წევრმა მხარი დაუჭირა.
Print