Error
რუბრიკები
აგვისტოს ომის 6 წლისთავი ზუგდიდში
2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა პატივსაცემად ხვალ ზუგდიდში სხვადასხვა ღონისძიებების გამართვას გეგმავს ქალაქის მერია. ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია აგვისტოს მოვლენებსა და მამულისათვის თავდადებულ გმირებს თქვენთან ერთად გაიხსენებს. 2014 წლის 8 აგვისტოს დაგეგმილი ღონისძიებების დღის წესრიგი: 10 : 00  -    აგვისტოს მოვლენების ამსახველი ფოტოგამოფენა ზუგდიდის         ცენტრალურ ბულვარში. 14 : 00   -    აგვისტოს ომში დაღუპულ მეომართა საფლავების გვირგვინებით შემკობა (ზუგდიდი, რიყე). 17 : 00    -    აგვისტოს მოვლენების ამსახველი დოკუმენტური ვოდეომასალის ტრანსლირება ცენტრალურ ბულვარში. 20 : 00   -   აგვისტოს მოვლენებისადმი მიძღვნილი კონცერტი საოპერო მომღერლების მარიამ როინიშვილისა და მიხეილ ქირიას მონაწილეობით (ღურწკაიას გიმნაზიის(GG) დარბაზი.  
Print