Error
რუბრიკები
აგვისტოს ომში დაღუპულთა სულების საოხად წირვა აღევლინა
დღეს კორცხელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ აგვისტოს ომში დაღუპულთა სულების საოხად წირვა აღავლინა და  პანაშვიდი გადაიხადა, რომელსაც მრევლთან ერთად ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია დაესწრო. მოგვიანებით მერაბ ქვარაიამ და ქალაქ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ ქალაქის ცენტრში გამოფენილი აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოები დაათვალიერეს.
Print