Error
რუბრიკები
ხობში "ცოტნეობას"აღნიშნავენ
ცოტნე დადიანი – „კაცი პატიოსანი და სათნოებიანი და ბრძოლასა შინა სახელოვანი“ – ასე იხსენიებს მას მემატიანე. ქართველთა ურთიერთთანადგომის, მოყვასისადმი ქრისტესმიერი სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლო,საქართველოს ზნეობრივ გმირად წოდებული, სამშობლოსა და რწმენისათვის ზვარაკად შეწირული მამულიშვილი. „ცოტნეობის“ დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ხობში:
09:00 სთ.   წირვა  -  ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი.
ფოტო-გამოფენა „ჩემი სამეგრელო“ - კულტურის სახლის მიმდებარე ხეივანი.
წიგნების გამოფენა გაყიდვა
სპორტული სანახაობები
12:00 სთ.  ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა ლელობურთში -
ქ. ხობის ცენტრალური სტადიონი.
12:30 სთ.  გოგი ბუკიას სახელობის პირველობა ნარდში - კულტურის სახლი
13:30 სთ.  რუბენ და იური ბახიების სახელობის პირველობა ჭადრაკში -
კულტურის სახლის მიმდებარე ხეივანი.
14:00 სთ.  ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა ქართულ ჭიდაობაში.
17:00 სთ.   ანსამბლი თსუ  „გორდელა“, ადგილობრივი და რეგიონის სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოსული შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტი.
20:00 სთ-დან   პოეზიის საღამო, საქველმოქმედო კონცერტი  -  კულტურის სახლის მიმდებარე მოედანი.
 
Print