Error
რუბრიკები
დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტობის სამმა კანდიდატმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი
ლეონიდ ძიაპშბამ, მირაბ ქიშმარიამ და რაულ ხაჯინბამ საექსპერტო ფონდ „აინარ“- ის მიერ შემუშავებულ საზოგადობერივ-პოლიტიკურ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. „აინარ“- ის ფონდის  წარმომადგენლის ალსან ბასარიას სიტყვებით, სამი კანდიდატის გარდა, ხელშეკრულებას სხვადასხვა პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა დაუჭირეს მხარი . ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატმა ასლან ბჟანიამ ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა. „ ეს დოკუმენტი წინასაარჩევნო კამპანიის უმნიშვნელოვანესი შემადგენელია და უფრო გულდასმით შესწავლას საჭიროებს“ -  განაცხადეს ასლან ბჟანიას საარჩევნო შტაბში. „ხელშეკრულება ასახავს პირველად, აუცილებელ ნაბიჯებს  — რომელთა განხორციელება აუცილებელია აფხაზეთის სახელმწიფოს მეთაურისთვის, მისი პოლიტიკური, იდეოლოგიური, სოციალურ-ეკონომიკური და სხვა შეხედულებების მიუხედავად“ , - ნათქვამია ხელშკრულების ტექსტში, რომელიც 12 პუნქტს შეიცავს.
Print