Error
რუბრიკები
ანაკლიაში სასულიერო პირები სამშვიდობო პარაკლისს ატარებენ
ანაკლიის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში სამშვიდობო პარაკლისი მიმდინარეობს. მას ესწრებიან ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის,ასევე თბილისიდან ჩამოსული სასულიერო პირები და მრევლი. რაც შეეხება „კაზანტიპის“ წინააღმდეგ დაგეგმილ აქციას, შეკრებილები აცხადებენ, რომ აქციის გამართვა - არგამართვის საკითხი სწორედ წირვის შემდეგ გადაწყდება. ანაკლიაში წირვაზე ასევე იმყოფებიან ოპოზიციის წარმომადგენლები ჯონდი ბაღათურია და დიმიტრი ლორთქიფანიძე,თუმცა აქციის გამართვის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არც მათ აქვთ. კაზანტიპის ფესტივალი ანაკლიაში 20-30 აგვისტოს უნდა გაიმართოს.
Print