Error
რუბრიკები
დედამიწაზე ყველაზე პატარა ქალი „ამერიკულ საშინელებათა ამბავში“ ითამაშებს
სერიალის „ამერიკული საშინელებათა ამბავი“ შოურანერმა, რაიან მერფიმ, თავის Twitter-ზე დაწერა, რომ დედამიწაზე ყველაზე პატარა ქალი -ჯიოტი ამგე- სერიალის მეოთხე სეზონის სამსახიობო დასს შეუერთდა. 22 წლის ამგე გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით დედამიწაზე ყველაზე პატარა ქალია. მისი სიმაღლე 62,8 სანტიმეტრია. ამგემ 2009 წელს დოკუმენტალურ ფილმში „Body Shock: Two Foot High Teen“ უკვე მიიღო მონაწილეობა და შოუს “Bigg Boss 6″ ვარსკვლავად იყო მიწვეული. შეგახსენებთ, რომ ახალ სეზონში მოქმედება 50-იან წლებში ფლორიდის შტატში მდებარე ქალაქ იუპიტერში ვითარდება. ჯესიკა ლანჯი ერთ-ერთი Freak Show-ს პატრონის, გერმანელი ემიგრანტის როლს შეასრულებს. მსახიობები დენის ოჰარა, ევან პიტერსი, ანჟელა ბასეტი, ფრენსის კონროი, სარა პოლსონი, ემა რობერტსი და ქეით ბეტსი კვლავ დაბრუნდებიან რაიან მერფის სერიალში. ანტოლოგიის მეოთხე სეზონი ტელეარხ FX-ზე 2014 წლის ოქტომბერში გამოვა.
Print