Error
რუბრიკები
„ჰარი პოტერი“- ს ავტორმა დიდებისთვის წიგნი დაწერა
ჯოან როულინგი ცდილობს მოზრდილი მკითხველის ყურადღებაც მიიპყროს: ბრიტანეთში, წიგნის მაღაზიებში უკვე გამოჩნდა მისი ახალი რომანი „თავისუფალი ადგილი“. ნაწარმოები ჯერ კიდევ გამოქვეყნებამდე იქცა უკვე ბესტსელერად - წინასწარი შეკვეთების რიცხვმა მილიონს გადააჭარბა. როგორც ვარაუდობენ, გაყიდვების რაოდენობა მიმდინარე წელს რეკორდული იქნება არა მარტო დიდ ბრიტანეთ ში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. ჯოან როულინგმა ახალი წიგნის შექმნას 5 წელი მოანდომა და ახლა ელოდება მკითხველთა გამოხმაურებას. კრიტიკოსებმა რომანი უკვე შეაფასეს „სატირად საშუალო კლასზე, რომელიც ქედმაღლურად და უგულოდ ეპრყრობა ღარიბებს“. ექსპერტები თვლიან რომ ახალი რომანი ვეღარ გაიმეორებს „ჰარი პოტერი“-ს  წარმატებას. თავად როულინგი ამბობს, რომ ამჯერად, კომერციულ წარმატებაზე მეტად, მკითხეველის აღიარება აინტერესებს.
Print