ზუგდიდში 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სულ 128 470 ამომრჩეველია დარეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით კი საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, ამომრჩეველს ხმის მიცემა კი 08:00 საათიდან შეუძლია. საპარლამენტო არჩევნებში 14 პოლიტიკური პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.
როგორც რადიო „ათინათს“ #67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნანა ოყუჯავა უცხადებს ამ დროისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 109 და დამატებით 2 სპეც უბანია გახსნილი, ამის დასტურად ყველა საარჩევნო უბნიდან ზარი შემოსულია. 2 სპეც უბანი გახსნილია ზუგდიდის #4 საპყრობილესა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ზუგდიდის ქვედანაყოფის შენობაში.
რადიო „ათინათის“ჟურნალისტები საარჩევნო უბანზე იმყოფებიან და საინფორმაციო გამოშვებებში მოგაწვდეით ინფორმაციას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ. აქვე შეგახსენებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ რადიო „ათინათის“ ცხელ ხაზზე 571 07 10 59 და მოგვაწოდოთ ინფორმაცია საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის ან რაიმე სახის დარღვევის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები