რუბრიკები
მესტიის პოლიციის უფროსმა და მისმა მოადგილემ განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი სცემეს
მესტიის პოლიციის თანამშრომლები სამმართველოს უფროს გიორგი სამარღანიშვილს, მის მოადგილე გიორგი ჯაფარიძეს და ინსპექტორ გამომძიებელს გელა სუბელიანს ინსპექტორ გამომძიბელის რომან ყორშიას ცემაში ადანაშაულებენ. დეტექტივ-გამომძიებლის ზვიად ჭანტურიას ინფორმაციით, ყორშიას სახის არეში სერიოზული დაზიანებები აქვს, რის გამოც პირის ღრუში ყბის მიდამოს გაკერვა გახდა საჭირო. იმავე ინფორმაციით, საქმეზე შსს-ს გენინსპექციამ გამოძიება უკვე დაიწყო. ყორშია კი ხობში, საკუთარ სახლში გადაიყვანეს. ინციდენტის დეტალები უცნობია, ჭანტურია ასევე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ყორშია ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
Print