რუბრიკები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას კიდევ ერთი სპეცდანიშნულების ავტოტრანსპორტის ნაგავმზიდი მანქანა გადაეცა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას კიდევ ერთი სპეცდანიშნულების ავტოტრანსპორტის ნაგავმზიდი მანქანა გადაეცა. გამგეობამ გერმანული წარმოების „MAN”- ის მარკის ნაგავმზიდი მანქანა ტენდერით შეიძინა. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით 9 მეტრი კუბური ტევადობის მანქანა „თეგეტა მოტორსი“ – ს მიერ იქნა შემოთავაზებული.
ნაგავმზიდი ავტოტრანსპორტი სხვა სპეცტექნიკასთან შედარებით უფრო მეტი სიძლიერისაა, რაც ხელს შეუწყობს დასუფთავების სამუშაოების ეფექტურ შესრულებას. სპეცტექნიკა სარგებლობით დასუფთავების სამსახურს გადაეცა და ანაკლია – განმუხურის საკურორტო ზონას მოემსახურება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ედიშერ თოლორაიას განცხადებით, გამგეობა დამატებით ნაგვის ბუნკერებს შეიძენს, რომელიც ყველა სოფელში დაიდგმება. ასევე მოწესრიგდება ნარჩენების გატანის სისტემა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან ყოველდღე 120 – 150 მეტრი კუბური ნაგავის ნარჩენები გაიზიდება, ახალი სატრანსპორტო საშუალება კი დღეში 36 კუბურ ნაგავს გაიტანს, რაც გარემოს დასუფთავებას საგრძნობლად შეუწყობს ხელს.
Print