PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/lela-saitistvis.avi_000051251.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

დარჩელის # 94-ე საარჩევნო უბანზე დარღვევების წიგნში 3 დარღვევაა დაფიქსირებული (ვიდეო)
19:18 / 01.10.2012
დარჩელის #94-ე უბანზე ასოციაციის „ქალი და არჩევნები“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სოფლის გამგებლის და მისი გარემოცვის მხრიდან ადგილი აქვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და იგი ზეგავლენას ახდენს ამომრჩევლის არჩევანზე. საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე ასევე შეინიშნება პიროვნება, რომელიც ვიდეო კამერით იღებს პროცესს და არ გააჩნია შესაბამისი აკრედიტაცია.
დარჩელის # 94-ე საარჩევნო უბანზე დარღვევების წიგნში 3 დარღვევაა დაფიქსირებული. პირველი დარღვევა, ამომრჩევლის რევაზ ალანია მარკირების გარეშე უბანზე გატარება.
2- საოლქო სარჩევნო კომისიის წარმომადგენელს, ელისო ფიფიას არ ჰქონდა ბეიჯი და მესამე ამომრჩეველი ირაკლი საჯაია უბანზე პოლიციის ფორმით გამოცხადდა.
უბანზე სულ 1487 ამომრჩეველია რეგისტრირებული, 1350 ბიულეტინია ადგილზე 10 ადგილობრივი დამკვირვებელი იმყოფება და არც ერთი საერთაშორისო დამკვირვებელი ამ დროსითვის რეგისტრირებული არ არის. პირველი ამომრჩეველი უბანზე 08:08 საათზე დაფიქსირდა.
ადგილზე რეგისტრირებული ამომრჩევლების განცხადებით კი, უბანზე ხმის მიცემისთვის მშვიდი გარემოა შექმნილი და ისინი მშვიდად აფიქსირებენ საკუთარ არჩევანს.
მასალის გამოყენების პირობები