რუბრიკები
ზუგდიდში ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზის მშენებლობა იგეგმება
ქალაქ ზუგდიდის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა ჯიმშერ შეროზიამ,მერიის სამსახურების მიერ ორი თვის მუშაობის შდეგების პრეზენტაცისას აღნიშნა, რომ ზუგდიდში გარე განათების ახალი და ინოვაციური სისტემების დანერგვა იგემება. მისივე თქმით, განათების ახლი სისტემა ადგილობრივ ბიუჯეტს ყოველთვიურად, დაახლოებით, 7 ათასი ლარის ეკონომიას მოუტანს. მანვე აღნიშნა, რომ მერია პროექტზე უკვე მუშაობს. შეროზიას განმარტებით, ასევე დაგეგმილია მუნიციპალური ტრანსპორტის, რომელიც დიზელზე და ბენზინზე მუშაობს, გაზზე გადაყვანა, რაც CO2 -ის გამოყოფის შემცირებას შეუწყობს ხელს. „ბოტანიკურ ბაღთან მიმართებაში იგეგმება სამი პროექტის განხორციელება, აქედან 50 ათასი დოლარის ოდენობის ინვესტიცია შეიძლება მოვიზიდოთ, ასევე, ასოციაცია „მერკური“ გეგმავს 50 ათასი დოლარის ღირებულების პროექტის განხორციელბას. ამას დამატებული, ბიუჯეტიდან გამოყოფილი 92 ათასი ლარი. ვფიქრობთ ამ ეტაპზე ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბაღის მდგომარეობას“, – თქვა ჯიმშერ შეროზიამ. ჯიმშერ შეროზიამ ასევე ისაუბრა ქალაქში არსებულ კანალიზაციის პრობლემებზე და მასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე. „ამჟამად კანალიზაცია ჩაედინება მდინარე ჩხოუშში,რომელიც ენგურს ერთვის და ჩაედინება ჩვენს ნაქებ ანაკლიაში. იგეგმება გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის პროექტის მომზადება და შემდგომ დაფინანსების წყაროს მოძიება“, – ამბობს შეროზია. მისივე განმარტებით, ქალაქის მერია ინტენსიურად მუშაობს ტრანსპორტის მოძრაობის მოწესრიგებაზე, მყარი ნარჩენების მართვაზე. „ამასთან, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, დაგეგმილია საერთაშორისო და ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზის მშენებლობა. აუზი, შესაძლებელია, ყოფილი კომკავშირის პარკის ადგილზე აშენდეს“, – აღნიშნა შეროზიამ.
Print