რუბრიკები
ნიკიტა მარშუნოკი სამომავლო გეგმებზე:"შემდეგი გაჩერებაა - ეკვადორი"
რესპუბლიკა "კაზანტიპის" პრეზიდენტი ნიკიტა მარშუნოკი  ანაკლიაში გამართულ 10 დღიან ელექტერონული მუსიკის  ფესტივალს ფეისბუქ გვერდზე ეხმიანება. "ანაკლია - კონტრასტების სოფელი. ღმერთია მოწმე, რომ ჩვენ გაძლევდით შანსს)... ვიღაც სატანის მოციქულებად გვთვლიდა, ვიღაც - მშვიდობის მტრედებად, უცხოპლანეტელებად... ჩვენ გტოვებთ სიჩუმეში, იმისათვის რომ დაფიქრდე: რა იყო ეს? და შესაძლებელია თუ არა, რომ ეს განმეორდეს? ჩვენ ბევრჯერ გვსმენია ქართული სტუმართმოყვარეობის შესახებ, თუმცა არ ვიცოდით, რომ ის ამდენად ძვირადღირებულია)).... რესპუბლიკა "კაზანტიპის" პრეზიდენტი ნიკიტა მარშუნოკი აქვე აანონსებს,რომ რესპუბლიკა Z-ის ზამთრის გაჩერება ეკვადორი იქნება,თუმცა,არ გამორიცხავს,რომ მომდევნო წელს ფესტივალი ანაკლიაშიც ჩატარდეს. "იმედია, არავის ეპარება ეჭვი, რომ კაზანტიპს სივრცეში სწრაფი გადაადგილება და რაღაც თვეების განმავლობაში, ახალი კოლონიების შექმნა ძალუძს. შემდეგი გაჩერებაა - ეკვადორი) ამ დროისათვის ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე ტერიტორიას ზამთრის კოლონიისთვის."-წერს მარშუნოკი ფეისბუქ გვერდზე.  
Print