
ფრანგული კინემატოგრაფის ვარსკვლავმა, 79 წლის ჟან-პოლ ბელმონდომ გადაწყვიტა, ცნობილ მოდელს, ბარბარა განდოლფის დაშორდეს.
მედიას ამის შესახებ ბემონდოს მისმა ადვოკატმა მიშელ გოდემ აცნობა.
დეტალებზე არაფერია ცნობილი, თუმცა ადვიკატის სიტყვებით, მსახიობს 39 წლის ყოფილ მოდელთან თანაცხოვრების შესანიშნავი მოგნებები მაინც რჩება.
ჟან-პოლ ბელმონდო და ბელგიელი მოდელი 2008 წლიდან ცხოვრებენ ერთად. პოლიციამ არაერთხელ მიიტანა ეჭვი ბარბარა განდოლფიზე, ხანდაზმული მეუღლის ქონებასთან დაკავშირებული მაქინაციებს გამო.
სპეცსამსახურების ხელთ აღმოჩნდ ასევე სატელეფონო საუბრები, სადაც ბელგიელი პირდაპირ აცხადებს იმის შესახებ, რომ დაინტერესებულია ბელმონდოს ფინანსებით.
მსახიობი ამტკიცებს, რომ ურთიერთობის გაწყვეტა არა არის დაკავშირებული მსგავს ბრალდებებთან და არავითარ პრეტენზიებს არ წაუყენებს ყოფილ სატრფოს.
მასალის გამოყენების პირობები