Error
რუბრიკები
საოლქო საარჩევნო კომისიამ კოალიცია “ქართული ოცნების” საჩივარი არ დააკამყოფილა (video)
#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქში, რამდენიმე უბანზე აღმოჩენილ დარღვევებთან დაკავშირებით გუშინ კოალიცია “ქართული ოცნების” წევრებმა საჩივარი შეიტანეს. კოალიციის წევრები ოლქის 5 უბანზე აღმოჩენილ დარღვევებთან დაკავშირებით ამ უბნების ბათილად ცნობას მოითხოვდნენ. #67 საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა და უბნების შედეგების ხელახალი გადათვლა 16:00 საათზე დაიწყო და დაახლოებით 24:00 საათზე დასრულდა. კომისიამ მხოლოდ 2 უბნის მონაცემები განიხილა. საარჩევნო კომისიის წევრებმა 31–ე უბნის პროპორციული სისტემის საფუძველზე შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის საკითხს უყარეს კენჭი. კომისიის წევრებმა ხმათა უმრავლესობით ბათილად ცნობის საკითხი არ დააკმაყოფილეს. ამ უბანზე საარჩევნო კომისიამ მაჟორიტარული შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის საკითხიც არ  დააკმაყოფილა. ხმათა უმრავლესობით უარყოფილ იქნა 85–ე უბანზე პროპორციული და მაჟორიტარული სისტემის შემაჯამებელი ოქმის გაბათილების საკითხიც. საოლქო საარჩევნო კომისის თავმჯომარის მოდგილის გიორგი ფიფიას განცხადებით დარჩენილი 3 უბნის შემაჯამებელ ოქმს კომისია უახლოეს მომავალში განიხილავს. როგორც საარჩევნო კომისიის წევრი, კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ემზარ კაკულია აცხადებს, მათ აქვთ სერიოზული მტკიცებულება იმისა, რომ 67–ე ოლქში არჩევნები გაყალბდა, ამიტომ ისინი შედეგების ბათილად ცნობას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.
Print