Error
რუბრიკები
ირაკლი ალასანია: "პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმები დღეს ქართველი ხალხის გვერდში დგას"
ირაკლი ალასანიას მხადრამჭერებმა საოლქო საარჩევნო კომისიის წინ გამართული აქციიდან დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს, სადაც ხალხს კოალიციის ლიდერებმა მიმართეს. "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "მე მინდა დავპირდე ზუგდიდის მოსახლეობას, რომ აქ დასრულდა და საბოლოოდ წავა ჩვენი ცხოვრებიდან ფეოდალური კლანური მმართველობა, რომელიც აქ იყო ბოლო 8 წლის განმავლობაში. დასრულდა ის ძალადობა, რითაც აქამდე არჩევნების გაყალბებით იგებდნენ, ატყუებდნენ ამომრჩეველს და ართმევდნენ საკუთარი არჩევანს.ეს გამარჯვება იოლად არ მოვიდა. ამ გამარჯვებისთვის უამრავი ჩვენი მოქალაქე ზის ციხეში, დღესაც პოლიტიკური ნიშნით დაჭერილი ადამიანები ელოდებიან ჩვენი ხელისუფლების ფორმალურად გაფორმებას და მათ გათავისუფლებას. საქართველოში დასრულდა პოლიტიკური ნიშნით ჩვენი მოქალაქეების დევნა, საქართველოში პოლიცია და სამართალდამცველი სტრუქტურები დაუბრუნდნენ ხალხის სამსახურს. ისინი დგანან ჩვენთან, სიმართლესთან და ისინი დაიცავენ კანონს. დღეს ამ აქციასაც იცავს სამეგრელოს და ზუგდიდის პოლიცია, სპეცდანიშნულების რაზმები, ყველა დღეს დგას საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდში და მე მინდა მათ აქედან მივულოცო გამარჯვება და დავპირდე, რომ მათ აღარასდროს გამოიყენებს პოლიტიკური პარტია" - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. აქცია რომელსაც რამდენიმე ათასი ადამიანი ესწრებოდა მშვიდობიანად დასრულდა. ამ წუთებში კი საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში 3 უბანზე შემაჯამებელი ოქმის შედეგების განხილვა მიმდინარეობს.
Print