რუბრიკები
ყურძნის სალათა
ინგრედიენტები: 1,8 კგ. უკურკო ყურძენი (მწვანე ან შერეული) 225 გ. ნაღების ყველი 225 გ. არაჟანი 100 გ. თეთრი შაქარი 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი 2 სუფრის კოვზი ყავისფერი შაქარი 110 გ. თხლად დაჭრილი თხილი პირველი ეტაპი: გარეცხეთ და გაამშრალეთ ყურძენი. დიდ თასში ერთმანეთს შეურიეთ არაჟანი, ნაღების ყველი, თეთრი შაქარი და ვანილი. თასში ჩაამატეთ ყურძნის მარცვლები და კიდევ ერთხელ კარგად მოურიეთ. მეორე ეტაპი: სალათას ზევიდან მოაყარეთ ყავისფერი შაქარი და შემდეგ დაჭრილი თხილი. მოურიეთ ბოლოჯერ და მირთმევამდე მაცივარში შედგით გასაცივებლად.
Print