„ბონდიანის“ 24 ეპიზოდის გადაღებები ოფიციალურად 2014 წლის 6 დეკემბერს დაიწყება.
რეჟისორი სემ მენდესი ნოემბრის ბოლოს, სტუდია Pinewood Studios-ში, სცენარის წასაკითხად მსახიობებს აგროვებს. ამ დროსვე გამოცხადდება სამსახიობო დასში შემავალი ყველა მსახიობის სახელი.
ჯერჯერობით, ჯეიმს ბონდის მთავარ მოწინააღმდეგეს არჩევენ. უკვე რამდენიმე სკანდინავიელმა მსახიობმა გაიარა აგენტი 007-ის მეგობარი ქალის როლზე ქასთინგი, მაგრამ მისი მთავარი გოგოს როლს მაინც ბრიტანელი მსახიობი ითამაშებს.
მძაფრსიუჟეტიანი ფილმის გადაღებები ავსტრალიაში, იტალიაში , მონაკოსა და , რა თქმა უნდა, ინგლისში ჩაივლის. სურათის პრემიერა 2015 წლის 6 ნოემბერს არის დანიშნული.
მასალის გამოყენების პირობები