რუბრიკები
Microsoft-მა Minecraft-ის შემქმნელი კომპანია $2.5 მილიარდად იყიდა
Microsoft-მა დაასრულა მოლაპარაკებები $2.5 მლრდ-ად შვედური კომპანიის, Mojang-ის შეძენის შესახებ. ეს უკანასკნელი, კომპიუტერულ თამაშებს აწარმოებს. ბაზრის ექსპერტების მოლოდინით, გარიგების ღირებულებას $2 მლრდ-თვის არ უნდა გადაეჭარბებინა. შვედური კომპანიის სავიზიტო ბარათია -მსოფლიოში ცნობილი თამაში Minecraft-ი, რომელიც უკვე 54 მლნ-მა ადამიანმა იყიდა, იმ ფონზე, რომ თამაშის უფასო ვერსია ინტერნეტში არის. ამ თამაშის მობილური ვერსია ყველაზე ხშირად იწერება. ასევე მოხდა თამაშის ადაპტაცია კონსოლებისთვის Xbox One-ი და PlayStation 4. Minecraft-ი წარმოადგენს სამშენებლო კუბებით თამაშის ვირტუალურ ვერსიას და ძალიან ჰგავს Lego-ს პოპულარულ სათამაშოებს. კომპანიის გაყიდვის შემდეგ, Mojang-ის სამივე დამფუძნებელი მის დატოვებას და ახალი პროექტებით დაკავებას აპირებს.
Print