PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/get_img1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში კოალიცია ქართული ოცნების მიერ შეტანილი საჩივარი არ დააკამყოფილეს (video)
15:45 / 09.10.2012
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში კოლიცია „ქართული ოცნების“ საჩივარი # 67 ზუგდიდის ოლქში არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ არ დააკმაყოფილეს.
რაინულ სასამართლოში შემოტანილი სარჩელის განხილვა 13:00 საათზე დაიწყო და 22:00 საათზე დასრულდა.
სასამართლო კოლეგიას სამი მოსამართლე დავით კეკენაძე, ირაკლი აბშილავა და ნატრული აკობია უძღვებოდა, მათ არ სცნეს კოლიცია „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის ზვიად კუკავას განცხადებით მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება არ იძლეოდა იმის რეალურ საფუძველს, რომ #67 ოლქის შედეგები სასამართლოს ბათილად ეცნო.
კოლიცია „ქართული ოცნების“ იურისტმა ირაკლი კაპანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სასამართლომ საკუთარი თავი უფლებამოსილად ჩათვალა გადაეხარისხებინა მოსარჩელის მხრიდან წაერმოდგენილი მოწმეები და 44 მოწმიდან მხოლოდ 5 დატოვა. მისივე თქმით, მათი მხარე ბრძოლას ქუთაისის სასამართლოში გააგრძელებს.
კოლიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ირაკლი ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო და მათ მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი ფაქტი საკმარისი იყო იმისთვის, რომ მოსამართლეს მათი სარჩელი დაეკმაყოფილებინა.
მასალის გამოყენების პირობები