Error
რუბრიკები
რიანა ჰიტ-პარადების დედოფალია
რიანა ბოლო ოცი წლის ჰიტ-პარადების ყველაზე პოპულარულ მომღერლად ჟურნალმა Billboard-მა დაასახელა. პირველად რიანა პოპ-შემსრულებელთა ჰიტ-პარადში 2005 წელს შეიჭრა სიმღერით  Pon de Replay და მას შემდეგ 34-ჯერ მოხვდა საუკეთესოთა სიაში. პირველ ათეულში მომღერალი 21- ჯერ შევიდა, რამაც ის ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე პოპულარულ მომღერლად აქცია.  სცენაზე მოღვაწეობის რვა წლის განმავლობაში  რიანამ გაუსწრო ისეთ გიგანტებს, როგორებიცაა ფინქი, რომელიც მეორე ადგილზეა და ბრიტნი სპირსი, რომელიც ხურავს ლიდერთა სამეულს.  ამჯერად რიანა ისევ ლიდერობს ჟურნალ Billboard -ის ჰიტ-პარადში Pop Songs , სიმღერით Diamonds .  
Print