რუბრიკები
ქათმის სალათა ბოლოკით
რეცეპტის ინგრედიენტები: ქათმის ფილე 2 მოზრდილი ბოლოკი 1 თავი პატარა ხახვი მაიონეზი 1 ჩ.კ. უცხო სუნელი და ქინძის სუნელი 2 კბილი ნიორი მარილი, პილპილი, წიწაკა მომზადების წესი მოვხარშოთ ქათმის ფილე და დავძიძგნოთ. ჩავახეხოთ 2 ცალი მოზრდილი ბოლოკი. ჩავაჭყლიტოთ 2 კბილი ნიორი. ჩავაჭრათ თხლად დაჭრილი თავი ხახვი. დავამატოთ უცხო სუნელი, ქინძის სუნელი, მარილი, პილპილი და წიწაკა. მოვასხათ მაიონეზი და კარგად ავურიოთ. გემრიელად მიირთვით!
Print