რუბრიკები
ჯორჯ კლუნი დაქორწინდა
ჯორჯ კლუნიმ ოჯახი შექმნა! საქორწინო ცერემონია გრანდიოზული არ ყოფილა. მას მხოლოდ ძალიან ახლობელი ადამიანები ესწრებოდნენ. წვეულება კი ვენეციის ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართა. სტუმართა შორის იყვნენ მეთ დეიმონი მეუღლითურთ, ჯონ კრასინსკი, ემილი ბლანტი, ბილ მურეი და სხვები. ახალდაქორწინებული წყვილი მეორე დილითვე შენიშნეს – ისინი სინდი კროუფორდსა და რანდე გერბერთან ერთად იტალიურ საუზმეს მიირთმევდნენ. შეგახსენებთ, რომ ჯორჯ კლუნისა და ამალ ალამუდინის ურთიერთობა რამდენიმე წელს ითვლის. თავდაპირველად ისინი ახლო მეგობრები იყვნენ. გასული წლის ოქტომბერში კი წყვილმა მეგობრობის სიყვარულში გადაზრდა დაადასტურა. აპრილში ჯორჯი და ამალი დაინიშნნენ და აფრიკაში რომანტიკული მოგზაურობა მოიწყვეს. კლუნის მეუღლე პროფესიით ადვოკატია. აქვე შეგიძლიათ დაათვალიეროთ ფოტოები ჯორჯ კლუნის ბედნიერი დღიდან: Anna-looked-fashionable-while-she-waited-her-taxi Anna-Wintour-spotted-George-prewedding-breakfast Bill-Murray-played-around-crowds Bono-boarded-water-taxi-other-wedding-guests Emily-John-Matt-Luciana-looked-great George-Cindy-Rande-enjoyed-group-breakfast-Saturday George-Clooney-Amal-Alamuddin-Wedding George-Clooney-Amal-Alamuddin-Wedding-1 George-Clooney-Amal-Alamuddin-Wedding-2 George-Clooney-Amal-Alamuddin-Wedding-3 George-Clooney-Amal-Alamuddin-Wedding-4 George-Clooney-Amal-Alamuddin-Wedding-5 George-Clooney-Amal-Alamuddin-Wedding-6 George-looked-picture-perfect-his-way-his-wedding Matt-Damon-Emily-Blunt-took-taxi-together-George-big-event
Print