რუბრიკები
მაიკროსოფთმა "Windows10" წარადგინა
კომპანია Microsoft- მა მომდევნო ოპერაციული სისტემის "Windows 10 "-ის პირველი დეტალები წარადგინა.
ახალი პროგრამული უზრუნველყოფა სხვადასხვა მოწყობილობებისთვის იმუშავებს, პერსონალური კომპიუტერესბისთვის, ტაბებისთვის, ტელეფონებისთვის და Xbox-სთვის. ახალ "Windows 10 "-ს უბრუნდება " Start Menu" ღილაკი, რომელიც არ ჰქონდა  ვინდოუსის წინა ვერსიას,"Windows 8"-ს.

დამატებით, ახალი ოპერაციული სისტემა გთავაზობთ მომხმარებლების საყვარელი აპლიკაციების სიას, მენიუში შესვლისას Windows 8-ის მსგავსად გამოჩნდება დაფები, რომლებიც უფრო პატარა ზომისაა წინა ოპერაციულ სისტემასთან შედარებით. ამ გზით შეტყობინებების ნახვა სხვადასხა აპლიკაციიდან, მაილიდან, ფეისბუქიდან უფრო სწრაფად იქნება შესაძლებელი.

კომპანიის განცხადებით, Windows 10 შექმნისას გაითვალისწინეს Windows 8-ის და Windows 7-ის მახასიათებლები, რომ ახალი სისტემა მარტივი და ნაცნობი ყოფილიყო წინა სისტემების მომხმარებლებისათვის.

როგორც წესი, ბიზნესკომპანიები ახალი ოპერაციული სისტემის გაშვებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ გადადიან მათ მოხმარებაზე, მაგრამ უკვე 2 წელია გასული Windows 8 -ის გაშვებიდან, მაგრამ მისი გაყიდვების და მოხმარების მაჩვენებელი ძალიან დაბალია.

"Windows 8-ს ხუთიდან მხოლოდ ერთი ორგანიზაცია თავაზობს თანამშრომლებს, Windows 7 კვლავ დიდი პოპულარობით სარგებლობს" -ამბობს დევიდ ჯონსონი კომპანია "ფორესტერის" კონსულტანტია. Windows 8 პერსონალური კომპიუტერების  13.4% -ზეა გაშვებული, ამის საპირისპიროდ 51.2%-ზე  Windows 7 მუშაობს და 23.9%-ზე Windows XP.

დევიდ ჯონსონი ამბობს, რომ "სტარტმენიუ" ღილაკის დაბრუნება "Windows 10"-ს წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

"ეს უაღრესად მნიშვნელოვანია",-ამბობს ის.

Print