Error
რუბრიკები
მარია–ანტუანეტას ნივთები მისი სიკვდლით დასჯის წლისთავზე აუქციონზე გაიყიდება
ფრანგი დედოფლის მარია–ანტუანეტას პირად ნივთებს მისი სიკვდლით დასჯის 219–ე წლისთავზე აუქციონზე გაიტანენ. ექპერტების აზრით, განსაკუთრებულად ძვირფას ლოტებს   ლუდოვიკ XVI–ს თანამეცხედრის მწვანე და ვარდისფერი აბრეშუმის ოთახის ფეხსაცმელები წარმოადგენენ. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ ის სამოსი გაიყიდება, რომელიც დედოფალს ციხეში, გილიოტინაზე ასვლამდე ეცვა. დღეს აუქციონზე ასევე გაიტანენ სიკვდილით დასჯილი მონარქების სხვა საგნებს, მათ შორის შანდლებს, პორტრეტებსა და სერვიზს.
Print