რუბრიკები
"ზუგდიდი“ - ქუთაისის "ტორპედო" 0:0
კვირას, ზუგდიდის  „ზუგდიდმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ ბაიას საწვრთნელ ბაზაზე  უმასპინძლა. მატჩი უგოლო ფრედ დასრულდა. გარდა ამისა,გუშინ უმაღლესი ლიგის, VIII ტურის სამი თამაში გაიმართა. ნინოწმინდაში საჩხერის"ჩიხურამ" "ვიტჯორჯიას" უმასპინძლა. შეხვედრა "ჩიხურამ" გამარჯვებით - 2:0 დასრულდა. "სამტრედია" საკუთარ მოედანზე ბათუმის დინამოს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა. თბილისის "დინამომ" კი საკუთარ მოედანზე მარტვილის "მერანს" უმასპინძლა და გუნდებს შორის შეხვედრა, მსგავსად „ზუგდიდისა“ და „ტორპედოსი“, უგოლო ფრედ დასრულდა. ცნობისთვის, ზუგდიდის „ზუგდიდი“  მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 4 ქულით ბოლო ადგილზეა. 
Print