რუბრიკები
ბუჟენინა - ძალიან ადვილი და გემრიელი
ინგრედიენტები: ღორის რბილი ხორცი 700გ - 1 კგ ნიორი მარილი და პილპილი დაფნის ფოთოლი მომზადების წესი: ხორცი გავრეცხოთ და გავამშრალოთ, ნიორი ფირფიტებად დავჭრათ. ხორცს გავუკეთოთ ღრმა ჭრილები, შიგნით მარილის და პილპილის ნარევი ამოვუსვათ, შემდეგ კი ნივრის ნაჭრები ჩავალაგოთ. შემდეგ მოვამზადოთ არომატული ნარევი: დაფნის ფოთოლი დავფშვნიტოთ, დარჩენილი ნიორი დავნაყოთ, დავამატოთ ამ ყველაფერს მარილი და პილპილი. ეს ნარევი წავუსვათ გარედან ხორცს, გავახვიოთ ფოლგაში და 180 გრადუსზე 1-1.5 საათი ვწვათ. მზა ხორცი ფოლგაშივე გავაციოთ. დავჭრათ თხლად და ცივად მივიტანოთ სუფრასთან
Print