რუბრიკები
ზუგდიდს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ახალი შენობა ექნება
ზუგდიდში,ცოტნე დადიანის ქუჩაზე,საგანგებო სიტუაციების სამსახურისათვის ახალი შენობის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებით ფინანსდება და მისი ღირებულება 4 500 000 ლარს შეადგენს. პროექტის დასრულების შემდეგ იგეგმება მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება და სასწავლო ცენტრის შექმნა.
Print