რუბრიკები
Google WhatsApp-ის კონკურენტს ქმნის
Google Inc-ი აპირებს მესინჯერის გაშვებას მობილური მოწყობილობებისთვის, რომელსაც ჯერ ინდოეთში და სხვა განვითარებად ქვეყნებში დატესტავს, - დაწერა გაზეთმა Economic Times-მა. გამოცემის ინფორმაციით, მესინჯერი ჯერ შემუშავების ადრეულ სტადიაზეა. გაშვების შემდეგ, მას კონკურენციის გაწევა მოუწევს ისეთივე ანალოგიური სერვისებისთვის, როგორებიცაა WhatsApp-ი, Line და Hike.
Print