
შვეიცარიული ბიუროს Atelier Zündel Cristea (AZC) ახალგაზრდა არქიტექტორებმა პარიზისათვის ხიდი–ბატუტის პროექტი შექმნეს, რომელიც Bir-Hakeim–ის ხიდის მახლობლად სენას ნაპირებს შეაერთებს. ეს იქნებოდა 38–ე გადასასვლელი საფრანგეთის დედაქალაქის წყლის არტერიაზე.
ხიდი შედგება ორი გასაბერი მოდულისაგან, რომელიც გიგანტურ (30 მეტრის) სამაშველო რგოლებს გაგონებთ. ყოველი მათგანის ცენტრში დაჭიმულია ბადე–ბატუტი. ხიდზე ასვლა ორივე ნაპირიდან რკინის კიბეებით იქნება შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ პროექტის დამტკიცებაზე თანხმობა ქალაქის ხელისუფლებას ჯერ არ გაუცია.
მასალის გამოყენების პირობები