რუბრიკები
ორსანტიაში ახალი მოსაცდელები მოეწყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში, „სოფლის მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში, სახუფაცარიოსა და სახაზალიოს უბნებში 3 მოსაცდელის რეაბილიტაცია განხორციელდა. საქვარაიოსა და ლუკავების უბანში კი 2 ახალი მოსაცდელი მოეწყო. ამ მოსაცდელებით სოფლის 270 ოჯახი, მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც სარგებლობენ. საქვარაიოს უბნის მოსაცდელი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებსაც ემსახურება. პროექტის განსახორციელებლად 21 000 ლარი გამოიყო.
Print