Error
რუბრიკები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ლოთი ქობალია ახალ ფრაქციას აყალიბებს (video)
ვახტანგ (ლოთი) ქობალია ახალ ფრაქციას აყალიბებს. ამის შესახებ დღეს ზუგდიდში, საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. “ვეტერანთა კავშირი“ ასე ეწოდება ფრაქციას, რომელიც საკრებულოს 3 კაციანი შემადგენლობით წარედგინა. სხდომაზე ასევე გაჟღერდა ინფორმაცია, მეორე ფრაქციის შექმნის შესახებ, რომელსაც საკრებულოს წევრი ლაშა ქობალია უხელმძღვენელებს. თუმცა, ეს საკითხი საკრებულოს არ განუხილავს. ლაშა ქობალიას ამ საკითხთან დაკავშირებით განცხდება არ გაუკეთებია, მან აღნიშნა, რომ საკრებულოს წინაშე განცხადებით მომდევნო  სხდომაზე წარსდგება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგში განსახილველად რამდენიმე თემა იყო წარმოდგენილი. პირველი საკითხი ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების განხილვას შეხეებოდა. მომხსნებელმა რუსლან კილასონიამ განაცხადა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 12 000 ლარი ზუგდიდის ქუჩებისა და ეზოების კეთილმოწყობას მოხმარდება, ხოლო 15 000 ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის იქნება გამოყენებული. სხდომაზე ასევე განიხილეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები და წარმოადგინეს ზედა ზღვარის ანაზღაურება. ერთ-ერთი განსახილველი საკითხი შეეხებოდა საკრებულოს წევრ გიორგი ალასანიას საკრებულოს წევრობის ვადამდე შეწყვეტას. საკითხი საკრებულომ დადებითად გადაწყვიტა.
Print