რუბრიკები
Apple-მა ორი ახალი პლანშეტი წარმოადგინა
Apple-მა გუშინ პრესკონფერენცია გამართა და საზოგადოებას 2 ახალი პროდუქტი - iPad Air 2 და iPad Mini 3 წარუდგინა. პლანშეტები თავად Apple-ის დირექტორმა ტიმ კუკმა წარმოადგინა. ორივე განახლებული პლანშეტური კომპიუტერი საოპერაციო სისტემა iOS 8.1-ზე მუშაობს და მისი გადმოწერა ორშაბათიდან იქნება შესაძლებელი. 6,1-მილიმეტრიანი iPad Air 2, ყველაზე თხელი პლანშეტია მსოფლიოში. iPad Air 2-ში გამოყენებული სიახლეა ასევე 8-მეგაპიქსელიანი კამერა, რომელსაც შეუძლია გადაიღოს ვიდეო წამში 120 კადრის სიჩქარით. საბაზისო მოდელის iPad Air 2-ის ფასი აშშ-ში $499 იქნება. ყველაზე „უბარლო“ iPad Mini 3 კი ამერიკელ მომხმარებელს $399 დაუჯდება. ახალ მოწყობილობებეზე შეკვეთების გაკეთება უკვე დღეიდან იქნება შესაძლებელი.
Print