Error
რუბრიკები
ზუგდიდის სამეცნიერო ცენტრის შენობაში შეჭრილი დევნილები საცხოვრებელი ფართის დაკანონებას ითხოვენ
ზუგდიდის სამეცნიერო ცენტრის შენობაში  დევნილთა 12 ოჯახი თვითნებურად  შეიჭრა. დევნილები აცხადებენ, რომ ისინი 20 წლის განმავლობაში ქირით ცხოვრობდნენ და სახელმწიფოს მიერ ფართის გამოყოფას ელოდებონენ, თუმცა მათთვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ კონკრეტული პასუხი არავის გაუცია. როგორც ერთ–ერთი დევნილი ელზა იზორია რადიო "ათინათთან" საუბარში აცხადებს, შენობაში თვითნებურად შეჭრილი ყველა პიროვნება გალიდან არის. მათ გააჩნიათ ინფორმაცია, რომ შენობას ამ დროისთვის კონკრეტული მეპატრონე არ ჰყავს. მხოლოდ რამდენიმე ოთახი ფეხბურთის ფედერაციის და ლაბორატორიის მიერ არის დაკავებული. ამიტომ ისინი შესაბამისი სტრუქტურებისგან მოითხოვენ, რომ აღნიშნული საცხოვრებელი ფართი მათ დაუკანონდეს. დევნილებთან სასაუბროდ  ზუგდიდის ლტოლვილთა სამმართველოს მთავარი სპეციალისტი გოჩა ელერჯია იმყოფებოდა. მათი განცხადებით ელერჯიას დევნილებისთვის კონკრეტული პასუხი არ გაუცია. დევნილთა განცხადებით მათთან ასევე  სოციალური უზრუნველოფის საგენტოს წარმომადგენელიც იმყოფებოდა.
Print