Error
რუბრიკები
გარემოვაჭრეები სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას ითხოვენ (video)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს. რამდენიმე ათეულმა მოვაჭრემ საავტომობილო გზის სავალი ნაწილი გადაკეტა. მათი საპროტესტო აქციის მიზეზი გამგეობის მიერ გაცემული განკარგულების საფუძველზე გარემოვაჭრეების სამუშაო ადგილებიდან აყრა გახდა. როგორც მათ "ათინათთან "საუბარში აღნიშნეს ადგილების დატოვება ამ დილით მოთხოვეს, თუმცა მიუხედავად მათი დაჟინებული მოთხოვნისა მათთვის არ წარუდგენიათ შესაბამისი საბუთი. აქციის მონაწილეები მუნიციპალიტეტის გამგებელთან, ალექსანდრე ქობალიასთან შეხვედრას ითხოვდნენ. მათთან სიტუაციის გასარკვევად გამგეობის ადმინისტრაციის უფროსი თენგიზ შანავა მივიდა. გარემოვაჭრეებმა მასთან საუბარი არ ისურვეს. მოგვიანებით მოვაჭრეებთან სასაუბროდ ალექსანდრე ქობალია მივიდა, თუმცა ადგილზე საუბარი ვერ შედგა. მუნიციპალიტეტის გამგებელმა გარემოვაჭრეებს მოლაპარაკების საწარმოებლად 10 კაციანი შემადგენლობით სამუშაო ჯგუფის შექმნა სთხოვა. მოგვიანებით გარე მოვაჭრეებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობისკენ გადაინაცვლეს, სადაც გამგეობის წარმომადგენლებსა და გარე მოვაჭრეების 10 კაციან ჯგუფს შორის მოლაპარაკება შედგა. მოლაპარაკება დახალოებით 2 საათს გაგრძელდა, როგორც შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთმა გარემოვჭრემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა ამომწურავ პასუხს მათ 5 საათზე, მას შემდეგ გასცემენ, რის შემდეგაც ისინი წარადგენენ სიას იმ გარემოვაჭრეებისა, რომლებიც ტანსაცმლით ვაჭრობენ. ხოლო იმ ადამიანებისთვის ვინც პროდუქტს ჰყიდის ადმინისტრაციას ბაზრის შიდა ტერიტორიაზე გამოუყოფს ადგილს.
Print