PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/images1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

გარემოვაჭრეებსა და გამგეობის წევრებს შორის შეთანხმება მიღწეულია (video)
23:50 / 19.11.2012
გარემოვაჭრეებსა და მუნიციპალიტეტის გამგეობის წევრებს შორის 17:00 საათზე დანიშნული შეხვედრა წარმატებით დასრულდა. მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, როგორც შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ, ნონა შეროზიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა მათ ცენტრალური სუპერმარკეტის დირექტორ გიორგი კანკიასაგან კონკრეტული დაპირებები მიიღეს. კერძოდ მათ დაჰპირდნენ, რომ 1 იანვრიდან ბაზრის შიდა ტერიტორიზე ფართებით უზრუნველყოფენ.
გიორგი კანკიამ განმარტა, რომ გარემოვაჭრეების მოთხოვნები შესრულებულ იქნა და მათთვის შესაბამისი პირობები შიდა ტერიტორიაზე შეიქმნება, თუმცა კანკიამ ასევე აღნიშნა რომ თუ გარემოვაჭრეები უარს იტყვიან შიდა ტერიტორიაზე მუშაობაზე და ისევ გარეთ გააგრძელებენ ვაჭრობას, მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული პროცედურები გატარდება.
გარემოვაჭრეებს 20 ნოემბრიდან შეეძლებათ თავიანთ ძველ ადგილებს დაუბრუნდნენ და მუშაობა გააგრძელონ.
გარემოვაჭრეებსა და გამგეობის წევრებს შორის გამართულ შეხვედრას ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მათ შორის პოლიციის სამმართველოს უფროსი კობა ხარებავაც იყო.
შეგახსენებთ, რომ გარემოვაჭრეებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია დილით მოაწყვეს. რამდენიმე ათეულმა მოვაჭრემ საავტომობილო გზის სავალი ნაწილი გადაკეტა. მათი საპროტესტო აქციის მიზეზი გამგეობის მიერ გაცემული განკარგულების საფუძველზე გარემოვაჭრეების სამუშაო ადგილების დატოვება გახდა.
მასალის გამოყენების პირობები