PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/SAM_1512.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

“ხელი მოაწერე სამეგრელოს ღირსებას”, ამ ლოზუნგით ხელმოწერებს ზუგდიდელი ახალგაზრდები კულტურის მინისტრს გურამ ოდიშარიას გაუგზავნიან.
“მოგმართავთ გამოიყენოთ კანონით მინიჭებული უფლება და გაათავისუფლოთ იური მეჩეთოვი თანამდებობიდან.“ ითხოვს ზუგდიდის ახალგაზრდების ნაწილი და საინიციატივო ჯგუფი. აქცია 13:00 საათზე ზუგდიდის არტ გალერეაში გაიმართა. აქციას ახალგაზრდებთან ერთად ზუგდიდში მოღვაწე ხელოვანებიც გამოეხმაურნენ. ქორეოგრაფ გურგენ ხორავას განცხადებით, კულტურის მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება კოლხების აბუჩად აგდებაა.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის გოგი ხოჭოლავას განცხადებით თუ მათ მიმართვას ზემდგომი ორგანოები არ გაითვალისწინებენ, ისინინ იგივე მოთხოვნით ქუჩის აქციებს გამართავენ.
იური მეჩეთოვის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, კულტურის მინისტრის სახელზე შედგენილ წერილს ხელი ამ დრომდე 1000-მა ადამიანმა მოაწერა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სამეგრელოს სამოქალაქო საზოგადოებამ განცხადება ფეისბუქის საშუალებითაც გაავრცელა:
„მიგვაჩნია რა პირად შეურაცხყოფად ბატონი მეჩეთოვის მსგავსი ტიპის განცხადება მეგრელებზე და ვთვლით რომ მსგავსი აზროვნების და მორალის ადამიანი საფრთხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოებრიობას. სამეგრელო ყოველთვის იყო და იქნება ერთ-ერთი მთავარი ხერხემალი ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების. მსგავსი ტიპის განცხადებები განსაკუთრებით მაღალი თანამდებობის პირებისგან ხელს უწყობს შოვინიზმს და შეურაცხმყოფელია თითოეული სამეგრელოს და სრულიად საქართველოს მკვიდრთათვის“- ნათქვამია განცხადებაში.
ახალგაზრდების აქცია ზუგდიდში იური მეჩეთოვის მიერ მეგრელებზე გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა: „მეგრელები სხვა ხალხია. სხვათა შორის ძალიან აქტიურები არიან, მამაჩემს 14 წელი მეგრელი საყვარელი ჰყავდა. მეგრელები ეშმაკები არიან. იციან სამი ენა, მეგრული, ქართული და რუსული. მილიონ ნახევარზე მეტნი არიან. რუსეთის იმპერიაში არ თვლიდნენ მათ ქართველებად“- აღნიშნავს მეჩეთოვი განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები