Error
რუბრიკები
ზუგდიდში შიდსის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ეროვნულ კამპანიას უერთდებაიან
ასოციაცია „ქსენონი“ შიდსის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ეროვნულ კამპანიას უერთდება. „დავიყვანოთ ნულამდე“ ასეთია კამპანიის სლოგანი. კამპანია ნიშნავს, რომ 2015 წლისთვის, მსოფლიოს წინაშე დგას ახალი გამოწვევა, რომ დავიყვანოთ ნულამდე ახალი აივ-ინფიცირების შემთხვევები, დისკრიმინაცია და სიკვდილიანობა. ნინო ჯანაშიას თქმით „დღეიდან ამ გამოწვევების დასაძლევად 1000 დღე დარჩა“. ამასთან დაკავშირებით „ქსენონმა“ 12 საათზე ჟურნალისტებისა და აივ–შიდსზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში პრესკონფერენცია–დისკუსია გამართა. 14:00 საათზე კი არტ გალერეაში აივ თემაზე გამოცხადებული ფოტო კონკურსის დასკვნითი გამოფენა მოეწყო, სადაც აივ თემაზე ფადაღებული სურათების ავტორი ახალგაზრდები დააჯილდოვეს. საკრებულოს დარბაზში გამრთულ შეხვედრაზე  აივ –ედპიდემიის გავრცელების ადა პრევენციის გზებზე ისაუბრეს.  განიხილეს ასევე სტატისტიკური მონცემები, რომლის თანახმად 89 წლიდან დღემდე ეპიდემიის გავრცელების მხრივ 2012 წელი ყველაზე დიდი მაჩვენებლით გამორჩევა. 1 დეკემბრის მონაცემებით, წელს საქართველოში შიდსის ვირუსით ინფიცირების 493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონული განაწილება კი ასეთია: აჭარა – 424; სამეგრელო – 526; იმერეთი – 472; ფოთი – 57; კახეთი – 160; აფხაზეთი – 279; ქვემო ქართლი – 166; შიდა ქართლი – 110; მცხეთა-მთიანეთი – 30; რაჭა-ლეჩხუმი – 6; სამცხე-ჯავახეთი – 41; გურია – 74; სვანეთი – 13.
Print