Error
რუბრიკები
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი თანამდებობიდან გადადგა
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გურამ გუნავამ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. როგროც გურამ გუნავა რადიო „ათინათთან“ საუბარში აცხადებს მასზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და მან გადაწყვეტილება გადადგომის თაობაზე თავად მიიღო. „ჩემი 5 წლიანი მუშაობა საკმაოდ ნაყოფიერი იყო, ახლა საჭიროა ასპარეზი ახალგაზრდებს დავუთმო“,–განაცხადა აბაშის ყოფილმა გამგებელმა. გადადგომის განცხადება საკრებულოს განსახილველად უკვე გადაეცა, საკრებულო მას 20 დეკემბრის სხდომაზე განიხილავს.
Print