Error
რუბრიკები
„თეთრი მანდილის“ წარმომადგენლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის და საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ (video)
ზუგდიდის სამოქალაქო საზოგადოება „თეთრი მანდილი“ მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში გამგებელთან ალექსანდრე ქობალიასთან შესახვედრად მივიდა. საინიციატივო საზოგადოების წევრებს გამგებელი ადგილზე არ დახვდათ. მათ გამგეობაში განუცხადეს, რომ მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე ქობალია და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარია თბილისში იმყოფებიან. „თეთრი მანდილის“ წევრებმა პირობა მიიღეს, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებელი მათ ხვალ 18:00 საათზე საკრებულოში შეხვდება. როგროც სამოქალაქო საზოგადოება „თეთრი მანდილის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ინეზა მურღულიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა მათი მოთხოვნა უცვლელეია და ისინი ალექსანდრე ქობალიასა და ლევან კონჯარიას გადადგომას ითხოვენ. ინეზა მურღულია „თავისუფალი დემოკრატები’ს“ყრილობაზე პრემიერ მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ზუგდიდში საპარლამენტო არჩევნების დროს ადგილი ჰქონდა საზოგადოებაზე ზეწოლას. მან ასევე აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის სოფლებში დაბალი იყო მოსახლეობის ინფომირებულობის დონე და მათ ატყუებდნენ თითქოს საარჩევნო ბიულეტინებში მითითებული იყო არა ყოფილი პროკურორი როლანდ ახლაია არამედ, ზუგდიდში მოღვაწე მედიკოსი როლან ახალაია.
Print