Error
რუბრიკები
შპს „ზუგდიდის სუპერმარკეტის“ მოვაჭრეები გარე ვაჭრობის აკრძალვას ითხოვენ (video)
შპს „ზუგდიდის სუპერმარკეტის“ შიგნით მოვაჭრეები გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ. მოვაჭრეებმა ბაზრის დირექციას „ჩეკის თანხის“ გადახდაზე უარი განუცხადეს, რის შემდეგაც მათი განცხადებით „ზუგდიდის სუპერმარკეტის“ ახალმა მენეჯერმა მანანა ბარძემიშვილმა მათ სამუშაო ტერიტორია ჩაუკეტა. ბაზრის დირექციის ამ ნაბიჯს რამდენიმე ათეული მოვაჭრის საპროტესტო აქცია მოყვა. აქცია სამართალდამცავების ჩარევის შემდეგ დაიშალა. შიდამოვაჭრებმა რადიო „ათინათთან“ საუბარში აღნიშნეს, რომ მათ პრობლემის 5 დღეში მოგვარებას დაპირდნენ და აღუთქვეს, რომ 5 დღის ვადაში გარე მოვაჭერეებს ბაზრის შიდა ტერიტორიაზე შემოიყვანდნენ. მათი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მოვაჭრეები აქციების გაგრძელებით იმუქრებიან და აღნიშნავენ, რომ თუ არ დააკმაყოფილებენ, გაცილებით ფართომასშტაბიან აქციებს მოაწყობენ.
Print