Error
რუბრიკები
ლევან კონჯარია - ამ ფორმით და ამ ეტაპზე გადადგომას არ ვაპირებ (video)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სამოქალაქო საზოგადოება „თეთრი მანდილის“ წარმომადგნელებს შეხვდა. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყო და თითქმის 2 საათს გაგრძელდა. „თეთრი მანდილის“ წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის თავმჯომარის გადადგომას ითხოვდნენ. სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთმა წარმომადგნელმა ინეზა მურღულიამ შეხვედრის დამთავრების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრში განაცხადა, რომ მათ ურჩიეს ლევან კონჯარიას მშვიდობიანად დაეტოვებინა დაკავებული თაანმდებობა. მისივე განცხადებით „თეთრი მანდილის“ წარმომადგენლებს არ სურთ რომ ზუგდიდიში მარტვილის სცენარი განმეორდეს და საზოგადოება უმართავი გახდეს. ‘ჩვენ ბრძოლას სხვა სხვა ფორმებით გავაგრძელებთ“-აღნიშნა ნაზი მურღულიამ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე ლევან კონჯარია კი გადადგომას არ აპირებს. „მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ ფორმით და ამ ეტაპზე გადადგომას არ ვაპირებ, მე ზუგდიდიელების 65%-მა ამირჩია.“-აცხადებს კონჯარია. ლევან კონჯარიამ ასევე აღნიშნა რომ ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან მასზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. დღეს გამართულ შეხვედრაზე ასევე ელოდებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს ალექსანდრე ქობალიას, მაგრამ იგი შეხვედრაზე არ გამოჩენილა. „თეთრი მანდილის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გამგებელი მათ ემალება.
Print