PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/12/SAM_15861.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

ანი წითლიძე: „ბოლო დროს სამეგრელოში თვითმმართველობაზე არნახული ზეწოლა ხორციელდება“
18:11 / 12.12.2012
სამეგრელოს ახალგაზრდული საინიციტივო ჯგუფის წევრები ზუგდიდის სამოქალაქო საზოგადოება „თეთრი მანდილის“ მიერ საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნის ფაქტს გამოეხმაურნენ.
საინიციტივო ჯგუფის წარმომადგენელმა ანი წითლიძემ მედიისთვის სპეციალური განცხადება ასოციაცია „ათინათის“ საკონფერენციო დარბაზში გააკეთა. ანი წითლიძემ აღნიშნა, რომ ბოლო დროს სამეგრელოს თვითმმართველობაზე ზეწოლა ხორციელდება. „არსებობს 6 ჯგუფი ადამინებისა, რომლებიც თავს კოალიცია „ქათული ოცნების“ წევრებად ასახელებენ და საკრებულოს წევრებზე ზეწოლას ანხორციელებენ. კონკრეტულად ისინი ითხოვენ, რომ საკრებულოს წევრებმა დააყენონ თავმჯდომარის, ლევან კონჯარიას იმპიჩმენტის საკითხი, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ოჯახის წევერების სამსახურიდან დათხოვნით ემუქრებიან“- აღნიშნა საინიციტივო ჯგუფის წარმომადგენელმა.
მისივე თქმით საზოგადოება „თეთრი მანდილის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი რუსლან აფრასიძე გუშინ გამართულ შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯომარეს დაემუქრა, რომ თუ იგი დაუყოვნებლივ არ დატოვებდა თანამდებობას, მაშინ საკრებულოში შემოუშვებდა პროკურატურას და ფინანსურ პოლიციას.
ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდეს, რომ რეგაირება მოახდინონ მიმდინარე პროცესებზე, რაგადან ეს არის პირდაპირი ზეწოლა თვითმმართველობაზე და ხელს უშლის თვითმმართველობის ნორმალურად მუშაობაში.
მასალის გამოყენების პირობები