Error
რუბრიკები
დანიაში ანდერსენის უცობი ზღაპარი აღმოაჩინეს
ჰანს კრისტიან ანდერსენის მშობლიურ ქალაქ ოდენსეში მისი აქამდე უცნობი ზღაპარი აღმოაჩინეს. დანიელმა ისტორიკოსმა ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში 15კილოგრამიანი საარქივო ქაღალდების ყუთის ფსკერზე აღმოაჩინა ხელნაწერი ასლი ზღაპრისა "ლერწმის სანთელი" (Taellelyset), თუმცა მეცნიერები არ ჩქარობდნენ ამ აღმოჩენის გახმაურებას, რათა გულდასმით შეემოწმებინათ ტექსტი. ზღაპარი მოგვითხრობს სანთელზე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არ აღიარებდა თავის მშვენიერებას და გვიან, მხოლოდ აალებისას გააცნობიერა იგი. შესაძლოა ეს ანდერსენის პირველი ზღაპარი იყოს.
Print