Error
რუბრიკები
„თეთრი მანდილის“ წარმომადგენლები ლევან კონჯარიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ
სამოქალაქო საზოგადოება „თეთრი მანდილის“ წარმომადგენლებმა ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში განცხადება გააკეთეს. ისინი სამეგრელოს ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან საკრებულოს თავმჯომარეზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. მათ ასევე განაცხადეს, რომ საკრებულოს თავმჯდომარესთან პირად საკითხთან დაკავშირებით არანაირი თხოვნა არ ჰქონიათ. „თეთრი მანდილის“ წარმომადგენლებმა საკრებულოს თავმჯდომარეს მათივე თქმით ცილისწამებისთვის ბოდიშის მოხდა მოთხოვეს. ორგანიზაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა რუსლან ალფენიძემ საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის მისამართით განცხადება გააკეთა და სამინისტროსგან ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის შემოწმება მოითხოვა.
Print