Error
რუბრიკები
ზუგდიდში გენდერზე და ქალის პოლიტიკური კუთხით გაძლიერებაზე ისაუბრეს
გენდერული თანასწორობისა და ქალის პოლიტიკურად გაძლიერების კუთხით არსებული რეალობა დღეს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში განიხილეს. ღონისძიება საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES)-ის პროექტის „ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესებისადმი“- ფარგლებში ხორციელდება და მას ფინანსურ მხარდაჭერას (USAID) უწევს. შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატით ჩატარდა და მას სამეგერლოს რეგიონში მოქმედი მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა დისკუსიის სახით წარიმართა, მონაწილეებმა გენდერული თანასწორობის ხელისშემშლელ ფაქტორებზე ისაუბრეს. დასახელდა სხვადსხვა მოსაზრებები ქალის როლის გაძლიერებასთან დაკავშირებით. შეხვედრის მიზანი 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ქალთა მონაწილეობის გაზრდა და მათი ინფორმირებულობის დონის ამაღლება იყო. მონაწილეებმა გამოავლინეს არსებული სტერეოტიპები და პრობლემები, აგრეთვე შეიმუშავეს რეკომენდაციები გენდერული თანასწორობის მისაღწევად. მონაწილეთა დიდმა ნაწილმა აღნიშნა რომ პოლიტიკაში ქალთა პასიური მონაწილეობის მიზეზი არის ის რომ ქალებს თვითონ არ სურთ პროცესებში ჩართვა, რადგან ისინი იმდენად არიან ჩართულნი სოციალური პრობლემების მოგვარებაში, რომ სხვა საქმიანობისთვის დრო არ რჩებათ. საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES)-ის პროექტის მენეჯერმა ლადო მკერვალიშვილმა განაცხდა, რომ პროექტის ფარგლებში იგეგმება გენდერულ საკითხზე მომუშავე ჟურნალისტთა ქსელის შექმნა, რომელიც სისტემატიურად იმუშავებს ქალბატონებთან პოლიტიკურ თუ სხვა სახის პროცესებში მათი აქტიური ჩართულობისთვის.
Print